უკან დაბრუნება ფინანსური ანალიტიკოსი - ბიზნეს დაგეგმვისა და ბიუჯეტირების განყოფილება

სათავო ოფისი (თბილისი)
12.07.2021 / 24.07.2021

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას საფინანსო დეპარტამენტის ბიზნეს დაგეგმვისა და ბიუჯეტირების განყოფილებაში  ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე:

სამუშაო ადგილი:  თბილისი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა:  24.07.2021

ძირითადი ფუნქციები:

  • ფინანსური ანგარიშების ანალიზი, ფინანსური კოეფიციენტებისა და სხვა მაჩვენებლების გამოყვანის გზით;
  • კომპანიის ბიზნეს გეგმის შედგენის პროცესში მონაწილეობა - ბიზნეს გეგმის შესრულების მუდმივი მონიტორინგი / განახლება, გადახრების ანალიზი;
  • კომპანიის მიერ გასაწევი ხარჯების ყოველდღიური შესწავლა და ანალიზი;
  • კომპანიის მომგებიანობის შეფასება შესაბამისი შემოსავლებისა და ხარჯების, იდენტიფიკაციისა და ანალიზის გზით;
  • ბანკის ადმინისტრაციულ-სამეურნეო ხარჯების ალოკაციის პროცესში და ალოკაციის დრაივერების დამუშავებაში მონაწილეობა;
  • აუდიტის და სარეიტინგო კომპანიისთვის მასალების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში - ფინანსები, ეკონომიკა;
  • სასურველია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსებში;
  • Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური (მაღალ დონეზე) და რუსული (საშუალო დონეზე) ენების ცოდნა;

უნარები:

  • დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
  • ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2021 წლის 24 ივლისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge  სათაურის ველში [Subject] აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება - „ბიზნეს დაგეგმვისა და ბიუჯეტირების განყოფილების ფინანსური ანალიტიკოსი.“

 

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები