უკან დაბრუნება HR ბიზნეს პარტნიორი

სათავო ოფისი (თბილისი)
13.07.2021 / 01.08.2021

სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია“ ეძებს  HR ბიზნეს პარტნიორს, მოტივირებულ, მიზანდასახულ პროფესიონალს

  • აფასებთ გუნდურ მუშაობასა და გუნდის თითოეული წევრის წვლილს საერთო მიზნის მიღწევაში
  • მზად ხართ ემპათიური მოსმენისა და დიალოგისთვის
  • გჯერათ უკუკავშირის ძალის და მუდმივად იღწვით ზრდისა და განვითარებისთვის
  • მოქმედებთ ანტრეპრენიორის გონებით და ინოვაცია და კრეატიულობა თქვენი მანტრებია
  • გაინტერესებთ ადამიანური მიმართულება, გაქვთ წარმატებული პროექტების გამოცდილება, ხედავთ სფეროს საჭიროებებსა და გამოცდილებას და თქვენს შემდგომ განვითარებას ამ სფეროში
  • ეძებთ შესაძლებლობებით აღსავსე გარემოს და მზად ხართ აქტიურად ჩაერთოთ ადამიანური სტრატეგიის აღსრულებაში
  • გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, მათი მხარდაჭერა
  • თანამშრომლების ჩართულობის უზრუნველყოფა და მათთვის ღირებული გამოცდილების შექმნაზე ზრუნვა თქვენთვის მნიშვნელოვანია
  • აღნიშნულ აღწერაში ამოიცანით საკუთარი თავი

შემოგვიერთდით!

ძირითადი საქმიანობა:

თანამშრომლების ჩართულობისა და ღირებული გამოცდილების უზრუნველყოფა სხვადასხვა მიმართულების HR პროექტების განხორციელებისა და მათში მონაწილეობის გზით:

  • ტალანტების მოზიდვა, შერჩევა, ონბორდინგი, ადაპტაცია
  • თანამშრომლების მხარდაჭერა ადმინისტრაციული სერვისების მიმართულებით
  • განვითარების პროგრამების შექმნა / დანერგვა / ფუნქციონირების მხარდაჭერა / უზრუნველყოფა
  • თანამშრომლების ჩართულობისა და გამოცდილების მიმართულებით კვლევებისა და ანალიზის მიმართულების პროექტების განხორციელების მხარდაჭერა / უზრუნველყოფა
  • თანამშრომლების კონსულტირება / მხარდაჭერა ნებისმიერ ადამიანურ პროცესთან / საკითხთან დაკავშირებით.

გამოცდილება, ცოდნა, უნარები:

გამოცდილება

  • HR-ის სხვადასხვა მიმართულებებში, მინ. 3-4 წელი, სასურველია ტალანტების მოზიდვის, სწავლებისა და განვითარების, HR ბიზნეს პარტნიორის როლში წინა გამოცდილება.
  • წარმატებული პროექტების განხორციელების გამოცდილება.

უნარები

  • მოსმენის, დიალოგის გარემოს შექმნის უნარები
  • კრეატიულობა, როგორც პროცესზე, ასევე შედეგზე ორიენტირების უნარები
  • კეთილგანწყობა, მხარდაჭერისა და ადამიანების გაძლიერების უნარები
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია
  • სტრესულ გარემოსთან გამკლავების უნარი, პრიორიტეტების სწორად გადანაწილება, ყურადღების კონცენტრაცია, დეტალებზე დაკვირვება, შესრულების ვადების დაფასება და დაცვა
  • სწრაფვა ანალიზისა და ლოგიკური ჯაჭვების დანახვის მიმართულებით
  • გუნდურობა, გუნდის თითოეული წევრის დაფასება
  • პასუხისმგებლობის აღებისა და ანგარიშვალდებულების უნარები
  • მუდმივი ზრუნვა პირად და პროფესიულ განვითარებაზე
  • კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა.

გთხოვთ რეზიუმესთან ერთად გამოგვიგზავნოთ თქვენი ხედვა შემდეგი მიმართულებით (მაქს. 350 - 400 სიტყვა): რა საჭიროებებს და გამოწვევებს ხედავთ HR სფეროში, როგორ ხედავთ მათი მოგვარების / განხორციელების გზებს, რატომ არის მნიშვნელოვანი კონკრეტულად ეს საკითხები, რა იქნება თქვენთვის მანიშნებელი, რომ აღნიშნული საჭიროები დაკმაყოფილდა / მოხდა გამოწვევებთან გამკლავება.

რეზიუმე და თქვენი ხედვა გთხოვთ გამოგვიგზავნეთ მეილზე People@vtb.ge 2021 წლის 1 აგვისტომდე. კითხვების, დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში სიამოვნებით დაგეხმარებით, მოგვწერეთ People@vtb.ge ან დაგვირეკეთ +995599338883.

შემოგვიერთდით ამ სასიამოვნო მოგზაურობაში და ერთად შევქმნათ ღირებული გამოცდილება ჩვენი გუნდისა და მომხმარებლებისთვის!

 

 

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები