თბილისის ფილიალები (თბილისი)
22.02.2018 / 08.03.2018
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს მოლარე–ოპერატორის ვაკანსიას 24 საათიან ფილიალში:
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 08.03.2018
მოვალეობები:
- ნაღდი ფულით ოპერაციების წარმოება (თანხის მიღება-გაცემა, ვალუტის გაცვლის ოპერაციები)
- კლიენტების ხარისხიანი და კვალიფიციური მომსახურება
- ფილიალში დადგენილი გრაფიკის მიხედვით მუშაობა (მათ შორის ღამის ცვლა)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ბანკის სალაროში მუშაობის გამოცდილება
- ვალუტის ნომინალებისა და ყალბი ფულის გარჩევის ცოდნა
- რუსული და ინგლისური ენების ფლობა მაღალ დონეზე
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
- საბანკო კომპიუტერული პროგრამა ALTA–ს ცოდნა
უნარები:
- თავაზიანი, კეთილგანწყობილი
- მოწესრიგებული და ორგანიზებული
- ღამის ცვლაში მუშაობის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებული
- საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება
- პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
- რუტინულ სამუშაოსადმი მდგრადობა
- გარემოსადმი სწრაფი ადაპტირების უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 8 მარტის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა