სათავო ოფისი (თბილისი)
16.03.2018 / 01.04.2018
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს უფროსი JAVA პროგრამისტის თანამდებობაზე:
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 01.04.2018
ძირითადი ფუნქციები:
- პროგრამული უზრუნველყოფის მოდულების და სისტემების შემუშავება
- შესრულებული სამუშაოების აღწერა და დოკუმენტირება
- კომპეტენციის ფარგლებში სხვა ოპერატიული დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
- პროგრამისტად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
- ობიექტზე-ორიენტირებული პროგრამირების კონცეფციის და შაბლონების ღრმა ცოდნა
- Java-ს ცოდნა
- Spring framework-ის ცოდნა
- Dependency injection-ის გამოყენების გამოცდილება
- ვებ სერვისების (JAXB) შექმნისა და გამოყენების გამოცდილება
- Tomcat-თან და/ან JBoss-თან მუშაობის გამოცდილება
- HTML5, CSS3, JavaScript (jQuery, Ajax) ცოდნა
- Maven-თან და Git-თან მუშაობის გამოცდილება
- რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
- მონაცემთა ბაზების სისტემებში პროცედურების შექმნის გამოცდილება
- სასურველია რომელიმე frontend framework-ის ცოდნა (AngularJS, React)
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა
უნარები:
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
- პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი
- დროის მართვის უნარი
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- მიზანმიმართული, ორგანიზებული
- კომუნიკაბელური
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 1 აპრილის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა