რეგიონების ფილიალები (მარნეული)
28.03.2018 / 10.04.2018
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს ექსპერტ–შემფასებლის ვაკანსიას მარნეულის ფილიალში
სამუშაო ადგილი: მარნეული
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10.04.2018
ძირითადი ფუნქციები:
- გირაოდ მისაღები საგნების შეფასება ბანკში არსებული ტარიფების მიხედვით
- ძვირფასი ლითონებითა და ძვირფასი ქვებით უზრუნველყოფილ სესხებზე ოპერაციების წარმოების ინსტრუქციის მკაცრი დაცვა
- ფილიალის სალომბარდო პორთფელის კონტროლი და შესაბამისი რეაგირების მოხდენა ვადაგადაცილებულ სესხებზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- აუცილებელია ძვირფასი ლითონებისა და ქვების ექსპერტ–შემფასებლის სერთიფიკატის ქონა
- ექსპერტ–შემფასებლად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
- საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა
- სავალდებულოა ქართული და რუსული ენების ფლობა
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
- მოწესრიგებული
- მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 10 აპრილის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა