უკან დაბრუნება ექსპერტ–შემფასებლის ვაკანსია მარნეულის ფილიალში

რეგიონების ფილიალები (მარნეული)
28.03.2018 / 10.04.2018

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს ექსპერტ–შემფასებლის ვაკანსიას მარნეულის ფილიალში

სამუშაო ადგილი: მარნეული
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10.04.2018


ძირითადი ფუნქციები:

  • გირაოდ მისაღები საგნების შეფასება ბანკში არსებული ტარიფების მიხედვით
  • ძვირფასი ლითონებითა და ძვირფასი ქვებით უზრუნველყოფილ სესხებზე ოპერაციების წარმოების ინსტრუქციის მკაცრი დაცვა
  • ფილიალის სალომბარდო პორთფელის კონტროლი და შესაბამისი რეაგირების მოხდენა ვადაგადაცილებულ სესხებზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება 
  • აუცილებელია ძვირფასი ლითონებისა და ქვების ექსპერტ–შემფასებლის სერთიფიკატის ქონა
  • ექსპერტ–შემფასებლად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება 
  • საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა 
  • სავალდებულოა ქართული და რუსული ენების ფლობა 
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)

უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი 
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე 
  • მოწესრიგებული 
  • მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 10 აპრილის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები