რეგიონების ფილიალები (თელავი)
19.04.2018 / 02.05.2018
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ თელავის ფილიალი აცხადებს კონკურსს სარეზერვო მოლარე–ოპერატორის პოზიციაზე:
სამუშაო ადგილი: თელავი
დასაქმების ვადა: 6 თვე
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 02.05.2018
მოვალეობები:
- ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება ბანკში არსებული სტანდარტებისა და ნორმების მიხედვით
- ნაღდი ფულით ოპერაციების წარმოება (თანხის მიღება-გაცემა, ვალუტის გაცვლის ოპერაციები)
- ბანკის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციებისა და მოქმედი ტარიფების დაცვა
- საბანკო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ბანკის სალაროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
- სასურველია საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულით და სხვა ფასეულობებით ოპერაციების წარმოებასთან დაკავშირებული ნორმატივების ცოდნა
- სასურველია ვალუტის ნომინალებისა და ყალბი ფულის გარჩევის ცოდნა
- აუცილებელია რუსული ენის ცოდნა
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
- სასურველია საბანკო კომპიუტერული პროგრამა ALTA–ში მუშაობის გამოცდილება
უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის და მომსახურების უნარი
- მოწესრიგებული, ორგანიზებული
- სხარტი აზროვნების უნარი
- დეტალებზე ორიენტირებული
- საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება
- პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
- გარემოსადმი სწრაფი ადაპტირების უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 2 მაისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა