სათავო ოფისი (თბილისი)
26.04.2018 / 13.05.2018
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს ტექნიკური მხარდაჭერის ადმინისტრატორის თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 13.05.2018
ძირითადი მოვალეობები:
- კომპიუტერების და პერიფერიული მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა
- პასიური და აქტიური ქსელური მოწყობილობების მონტაჟი/დემონტაჟი და მომსახურება
- პროფილაქტიკური და პრევენციული სამუშაოების ჩატარება
- ოპერაციული სისტემების და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება, კონფიგურირება და მომსახურება
- შესრულებული სამუშაოების აღწერა და დოკუმენტირება
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშობის გამოცდილება
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
- ოპერაციული სისტემების და საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე
უნარები:
- კომუნიკაბელურობა
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- შრომისმოყვარე
- აქტიური
- პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 13 მაისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა