უკან დაბრუნება ვაკანსია დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე

სათავო ოფისი (თბილისი)
02.05.2018 / 09.05.2018

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე

ანგარიშვალდებული: ფინანსური დირექტორისა და კორპორატიული ბიზნესის დირექტორის წინაშე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 09.05.2018

ძირითადი მოვალეობები:

  • შეხვედრების განრიგის შედგენა, ორგანიზება და გავრცელება 
  • დავალებების შესრულების კონტროლი 
  • ოფიციალური წერილებიდან / საქმიანი მიმოწერებიდან ამონაწერების გაკეთება და საკვანძო ინფორმაციის მიწოდება
  • ოფიციალური წერილების შედგენა, გაგზავნა/მიღება
  • ბრძანებების, გეგმების და ანგარიშების შედგენა
  • სხვადასხვა სახის დოკუმენტებისა და პრეზენტაციების მომზადება

დამატებითი მოვალეობები:

  • სატელეფონო ზარებზე თავაზიანი პასუხი და სწრაფი გადამისამართება
  • მივლინებების და საზღვარგარეთ გამგზავრების ორგანიზება
  • კალენდრის შედგენა, დაგეგმვა
  • სტუმრების დახვედრა და მიღება
  • ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირების ხარისხის მქონე კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა)
  • შესაბამის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სავალდებულოა)
  • ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა (წერა / საუბარი)
  • MS Office–ის პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა 
  • ოფისის ადმინისტრირების ცოდნა
  • შესაბამისი კანონმდებლობის, პროცედურების და პოლიტიკის ცოდნა

უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • პრობლემების გადაჭრის უნარი
  • მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
  • მოწესრიგებული
  • კეთილსინდისიერი და სანდო
  • ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარ–ჩვევების მქონე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 9 მაისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები