სათავო ოფისი (თბილისი)
14.05.2018 / 20.05.2018
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს აგრო სესხების ანალიტიკოსის ვაკანსიას
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20.05.2018
ძირითადი ფუნქციები:
- სოფლის მეურნეობაში ჩართული კლიენტების მოზიდვა, მათთვის საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება
- სასესხო განაცხადების განხილვა და ფინანსური ანალიზის ჩატარება
- პროექტების მომზადება საკრედიტო კომიტეტზე წარსადგენად
- საკუთარი საკრედიტო პორტფელის მართვა, მის ხარისხსა და განვითარებაზე ინტენსიური ზრუნვა
- ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სფეროში აგრო დაკრედიტების მიმართულებით
- სასოფლო-სამეურნეო, ეკონომიკური და ფინანსური საკითხების კარგი ცოდნა
- სავალდებულოა რუსული ენის ცოდნა
- სასურველია ინგლისური ენის ფლობა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
უნარები:
- მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
- აქტიური, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- კომუნიკაბელური
- დიპლომატიურობა და გუნდში მუშაობის უნარი
- მოწესრიგებული, ორგანიზებული
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 20 მაისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა