უკან დაბრუნება ვაკანსია აგრო სესხების ანალიტიკოსის თანამდებობაზე

სათავო ოფისი (თბილისი)
14.05.2018 / 20.05.2018

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს აგრო სესხების ანალიტიკოსის ვაკანსიას

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20.05.2018

ძირითადი ფუნქციები:

  • სოფლის მეურნეობაში ჩართული კლიენტების მოზიდვა, მათთვის საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება
  • სასესხო განაცხადების განხილვა და ფინანსური ანალიზის ჩატარება
  • პროექტების მომზადება საკრედიტო კომიტეტზე წარსადგენად
  • საკუთარი საკრედიტო პორტფელის მართვა, მის ხარისხსა და განვითარებაზე ინტენსიური ზრუნვა
  • ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება 
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სფეროში აგრო დაკრედიტების მიმართულებით
  • სასოფლო-სამეურნეო, ეკონომიკური და ფინანსური საკითხების კარგი ცოდნა
  • სავალდებულოა რუსული ენის ცოდნა
  • სასურველია ინგლისური ენის ფლობა 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)

უნარები:

  • მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
  • აქტიური, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • კომუნიკაბელური
  • დიპლომატიურობა და გუნდში მუშაობის უნარი
  • მოწესრიგებული, ორგანიზებული 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 20 მაისის  ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები