რეგიონების ფილიალები (ბათუმი)
23.05.2018 / 06.06.2018
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ბათუმის ფილიალი აცხადებს კონკურსს საცალო დაკრედიტების მენეჯერის თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: ბათუმი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 06.06.2018
ძირითადი ფუნქციები:
- საცალო ტიპის პროდუქტების გაყიდვის მაქსიმიზაციის მიზნით პოტენციური კლიენტების მოზიდვა, მათი საჭიროებების გამოვლენა და ანალიზი
- კლიენტების საჭიროებებიდან გამომდინარე მათთვის საუკეთესო პროდუქტების შეთავაზება
- კლიენტებისთვის პრეზენტაციების ჩატარება და კონსულტირება საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით
- პორტფელში არსებული კლიენტების მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო/საფინანსო/ეკონომიკის სფეროები)
- მინიმუმ ექვსთვიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს სფეროში
- რუსული და ინგლისური ენების ფლობა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
- გაყიდვების უნარი
- მოწესრიგებული, ორგანიზებული
- დეტალებზე ორიენტირებული
- კონკურენტულ გარემოში აქტიური მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის მქონე
- მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 6 ივნისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა