უკან დაბრუნება კონკურსი საცალო დაკრედიტების მენეჯერის თანამდებობაზე

რეგიონების ფილიალები (ბათუმი)
23.05.2018 / 06.06.2018

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ბათუმის ფილიალი აცხადებს კონკურსს საცალო დაკრედიტების მენეჯერის თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი: ბათუმი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 06.06.2018

ძირითადი ფუნქციები:

  • საცალო ტიპის პროდუქტების გაყიდვის მაქსიმიზაციის მიზნით პოტენციური კლიენტების მოზიდვა, მათი საჭიროებების გამოვლენა და ანალიზი 
  • კლიენტების საჭიროებებიდან გამომდინარე მათთვის საუკეთესო პროდუქტების შეთავაზება
  • კლიენტებისთვის პრეზენტაციების ჩატარება და კონსულტირება საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით
  • პორტფელში არსებული კლიენტების მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო/საფინანსო/ეკონომიკის სფეროები)
  • მინიმუმ ექვსთვიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს სფეროში
  • რუსული და ინგლისური ენების ფლობა 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)

უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
  • გაყიდვების უნარი
  • მოწესრიგებული, ორგანიზებული
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • კონკურენტულ გარემოში აქტიური მუშაობის უნარი 
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის მქონე 
  • მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 6 ივნისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები