რეგიონების ფილიალები (რუსთავი)
29.10.2017 / 07.11.2017
სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ რუსთავის ფილიალი აცხადებს ბიზნეს და აგრო სესხების ანალიტიკოსის ვაკანსიას
სამუშაო ადგილი: რუსთავი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 07.11.2017
ძირითადი ფუნქციები:
- მცირე ბიზნესის კლიენტების მოზიდვა, მათთვის საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება
- სასესხო განაცხადების განხილვა და ფინანსური ანალიზის ჩატარება
- პროექტების მომზადება საკრედიტო კომიტეტზე წარსადგენად
- საკუთარი საკრედიტო პორტფელის მართვა, მის ხარისხსა და განვითარებაზე ინტენსიური ზრუნვა
- ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია სასოფლო-სამეურნეო, საბანკო, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში)
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სფეროში აგრო და ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით
- ეკონომიკური, ფინანსური, ასევე აგრო სამეურნეო საკითხების კარგი ცოდნა
- სასურველია რუსული ენის ცოდნა
- სასურველია ინგლისური ენის ფლობა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
უნარები:
- მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
- აქტიური, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- კომუნიკაბელური
- დიპლომატიურობა და გუნდში მუშაობის უნარი
- მოწესრიგებული, ორგანიზებული
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ არაუგვიანეს 2017 წლის 7 ნოემბრისა შეავსოთ განაცხადის ფორმა