სათავო ოფისი (თბილისი)
01.06.2018 / 17.06.2018
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს სისტემური ადმინისტრატორის თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 17.06.2018
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიაში არსებული ვებსერვისების და მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტუქტურის ადმინისტრირება
- სატესტო გარემოდან რეალურ გარემოში სერვისების გადატანა და გატესტვა
- ახალი პროექტებისთვის შესაბამისი სატესტო და რეალური გარემოების მომზადება
- კომპანიაში არსებული სერვისების დოკუმენტირება და შემდგომში ცვლილებების შეტანა
- სისტემური ჟურნალების მონიტორინგი
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სისტემურ ადმინისტრატორად
- Microsoft-ის ტექნოლოგიებთან მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება (Windows Server 2012/2016, DNS, DHCP)
- MS SQL Server-ის მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების ცოდნა
- Web სერვერებთან (IIS, Apache, Tomcat) და სერვისებთან მუშაობის გამოცდილება
- Redis Cache Server, RabbitMQ მუშაობის გამოცდილება
- სასურველია Linux ოპერაციულ სისტემებთან (CentOS, RHEL) მუშაობის გამოცდილება
- VMware ვირტუალიზაციის გარემოში მუშაობის გამოცდილება
- ქსელური ტექნოლოგიების ზოგადი ცოდნა
უნარები:
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- პრობლემაზე კონცენტრაციის უნარი
- პრიორიტეტის განსაზღვრის უნარი
- ანალიტიკურად და ტექნიკურად აზროვნების უნარი
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 17 ივნისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა