რეგიონების ფილიალები (ახალციხე)
26.06.2018 / 09.07.2018
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ახალციხის ფილიალი აცხადებს კონკურსს საცალო დაკრედიტების მენეჯერის თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: ახალციხე
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 09.07.2018
ძირითადი ფუნქციები:
- საცალო ტიპის პროდუქტების გაყიდვის მაქსიმიზაციის მიზნით პოტენციური კლიენტების მოზიდვა, მათი საჭიროებების გამოვლენა და ანალიზი
- კლიენტების საჭიროებებიდან გამომდინარე მათთვის საუკეთესო პროდუქტების შეთავაზება
- კლიენტებისთვის პრეზენტაციების ჩატარება და კონსულტირება საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით
- პორტფელში არსებული კლიენტების მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო/საფინანსო/ეკონომიკის სფეროები)
- მინიმუმ ექვსთვიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს სფეროში
- რუსული ენის ფლობა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
- გაყიდვების უნარი
- მოწესრიგებული, ორგანიზებული
- დეტალებზე ორიენტირებული
- კონკურენტულ გარემოში აქტიური მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის მქონე
- მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 9 ივლისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა