უკან დაბრუნება კონკურსი ანგარიშების მენეჯერის თანამდებობაზე

რეგიონების ფილიალები (რუსთავი)
03.07.2018 / 16.07.2018

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ რუსთავის ფილიალი აცხადებს კონკურსს ანგარიშების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე 

სამუშაო ადგილი: რუსთავი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 16.07.2018

ძირითადი ფუნქციები:

  • საბანკო პროცესების და საოპერაციო საქმიანობის შესაბამისი ნორმატივების საფუძვლიანი ცოდნა
  • ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება, სხვადასხვა ტიპის ანგარიშების გახსნა, ნაღდი და უნაღდო ოპერაციების ჩატარება
  • საბანკო პროდუქტების კლიენტებისთვის შეთავაზება ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და ფორმის გათვალისწინებით.
  • ბანკის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციებისა და მოქმედი ტარიფების დაცვა
  • საბანკო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • ბანკში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ექვსთვიანი გამოცდილება 
  • რუსული ენის ფლობა 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (MS Office)
  • სასურველია საბანკო პროგრამა ALTA–ში მუშაობის გამოცდილება

უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
  • გაყიდვების უნარი
  • პრობლემის იდენტიფიკაციისა და დროულად გადაჭრის უნარი 
  • მოწესრიგებული, ორგანიზებული
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • კონკურენტულ გარემოში აქტიური მუშაობის უნარი 
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის მქონე 
  • მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 16 ივლისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები