2017 წელს გლდანში გაიხსნა ვითიბი ბანკის მომსახურების ოფისი.
2017 წლის განმავლობაში ბანკმა მომხმარებელს შესთავაზა აქციები სამომხმარებლო სესხებზე, რომელთა ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას წარმოადგენდა მსესხებლის მიერ სესხის ყოველთვიური შენატანების გადახდის დაწყება 3 თვის შემდეგ.
გაიმართა აქცია მეორად ავტომობილებსა და ახალ ავტომობილებზე პარტნიორ ავტო დილერებთან ერთად.
ვითიბი ჯგუფის ბარათებიდან შესაძლებელი გახდა საერთაშორისო ფულადი გზავნილის განხორციელება. გზავნილის განსახორციელებლად საჭიროა ვებ-გვერდზე https://perevod.vtb24.ru მხოლოდ სასურველი თანხის მითითება და, ასევე, გამგზავნის და მიმღების ბარათის რეკვიზიტების შესაბამის ველებში დაფიქსირება.
პირველად საქართველოში, ვითიბი ბანკმა, თავის პრემიუმ კლიენტებს შესთავაზა MASTERCARD-ის ყველაზე პრესტიჟული ბარათი - WORLD ELITE, რომელიც ხაზს უსვამს მფლობელის მაღალ სტატუსს, კეთილდღეობასა და საქმიან რეპუტაციას. ვითიბი ბანკისა და WORLD ELITE MASTERCARD-ის თანამშრომლობის ფარგლებში, 17 ნოემბერს, ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართა.
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, 29 სექტემბერს, „დინამო არენაზე“, საქველმოქმედო მატჩი „მსოფლიო ვარსკვლავები საქართველოსთვის“ გაიმართა. სადაც ერთმანეთს მასპინძელი „GFF-11“ და ”მსოფლიოს 11” დაუპირისპირდნენ. მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდა. შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრნენ, მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, პიეტრო ვერხოვოდი და სხვები.
სექტემბრიდან, ვითიბი ბანკი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის გენერალური პარტნიორი გახდა. აღნიშნული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ და მარჯანიშვილის თეატრის დირექტორმა ეკატერინე მაზმიშვილმა.
ვითიბი ბანკის გენერალური სპონსორობით, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, გამოფენა „ფოტოგრაფიული მარშრუტი ათონის მთაზე 1969-2001“ გაიმართა. გამოფენა შედგა კოსტას ბალაფასის მიერ 1969-2001 წლებში ათონის მთაზე გადაღებული 50 რჩეული ფოტოსაგან.