უკან დაბრუნება ვითიბი ბანკის ბარათის მფლობელებისთვის Garmin Pay ხელმისაწვდომი გახდა

Garmin Pay - არის საგადახდო სისტემა, რომლის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ვითიბი ბანკის Visa ბარათი, iOS ან Android ოპერატიული სისტემის მქონე სმარტფონი და Garmin -ის სპორტული საათი. გადახდა, უკონტაქტოდ, საათის ტერმინალთან მიტანით ხორციელდება.

Garmin Pay მუშაობს ნებისმიერი უკონტაქტო გადახდის ტერმინალზე. იმისთვის, რომ გაააქტიუროთ საგადახდო სისტემა, საჭიროა: ტელეფონში ჩამოტვირთოთ აპლიკავია Garmin Connect, დააკავშიროთ თქვენი ტელეფონი საათთან და ინსტრუქციის მიხედვით მიაბათ ვითიბი ბანკის ბარათი. გადახდისას უნდა შეხვიდეთ საათის მენიუში არსებულ საფულეში, შეიყვანოთ თქვენს მიერ დაყენებული პაროლი (დღის განამვლობაში მხოლოდ პირველი გადახდისას) და საათის ტერმინალთან მიახლოებით გადაიხადოთ მარტივად და უსაფრთხოდ. 

Garmin Pay ეს არის მარტივი და უსაფრთხო გაადახდის საშუალება აქტიური და სპორტული ადამიანებისთვის.

ვალუტის კურსები