უკან დაბრუნება ვითიბი ბანკი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გენერალური სპონსორი გახდა

28 ნოემბერს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნა გაიმართა, ღონისძიება საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით შედგა. ოლიმპიადა სკოლის მოსწავლეების ყველაზე მასშტაბური სპორტული შეჯიბრია, ის მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. წელს მონაწილეობას  1700 სკოლის ასი ათასამდე მოსწავლე იღებს. ღონისძიება საზეიმოდ გახსნა და შეკრებილ ბავშვებს სიტყვით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ. 

ოლიმპიადა  სპორტის 9 სახეობას აერთიანებს, ფინალში გამარჯვებული მოსწავლეები სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებზე მიემგზავრებიან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება.
2017 წელს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას უმასპინძლა ქუთაისმა, ხოლო 2018 წელს ეს საპატიო ფუნქცია თბილისს ერგო, რის აღსანიშნავადაც სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელმა სიმბოლურად ოლიმპიადის დროშა თბილისის მერს კახა კალაძეს გადასცა. 

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით ხორციელდება. 
ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ განაცხადა:
ვითიბი ბანკი ძალიან აქტიურად უჭერს მხარს ქართულ სპორტს, ჩვენ ხუთი სპორტული ფედერაციის და  ასევე ეროვნული ნაკრებების სპონსორები ვართ. ამასთან ერთად, დიდი სურვილი გვქონდა,  კიდევ უფრო მეტად დაგვეჭირა მხარი საბავშვო სპორტის განვითარებისთვის საქართველოში, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი ჯანსაღი თაობის აღზრდისთვის. სასკოლო  ოლიმპიადა ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიებაა მოზარდებისთვის, რომელიც საქართველოში იმართება, ამიტომ გადავწყვიტეთ გენერალური სპონსორობა გაგვეწია მათთვის. 
 

ვალუტის კურსები