უკან დაბრუნება ვითიბი ბანკი მომხმარებლებს იპოთეკურ სესხზე აქციას სთავაზობს

ვითიბი ბანკის მიერ გამოცხადებული აქციის თანახმად, იპოთეკური სესხის აღება ან ნებისმიერ საფინანსო ორგანიზაციაში უკვე აღებული სესხის რეფინანსირება არის შესაძლებელი. აქციის პირობები მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებლის მოთხოვნებზე და ყოველთვიური შენატანის შემცირების რეალურ შესაძლებლობას იძლევა. მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ დღეიდან ვითიბი ბანკში, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების საპროცენტო განაკვეთი, იქნება ფიქსირებული და არ შეიცვლება 5 წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ სტანდარტული პირობები ამოქმედდება და სესხის საპროცენტო განაკვეთი მიებმება რეფინანსირების განაკვეთს.  

ამასთან ერთად, 2019 წლამდე გაცემული ნებისმიერი ტიპის იპოთეკური სესხის რეფინანსირება, შესაძლებელია, შემოსავლების დადასტურების გარეშე, 20 წლამდე ვადით.

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები