უკან დაბრუნება ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ინტენსიური ვაშლის ბაღი გაშენდა

ვითიბი ბანკმა, ქარელის რაიონ სოფელ რუისში,  ინტენსიური ვაშლის ბაღის გაშენება შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში, 100 000 ლარით დააფინანსა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 66 თვის განმავლობაში, სესხზე წლიური 11%-ის დაფინანსება ხდება სახელმწიფოს მხრიდან. ბანკის მიერ გამოყოფილი თანხით, 5 000 ნერგის შეძენა,  იტალიაში განხორციელდა, რაც პირველი მოსავლის 2 წელიწადში მიღების შესაძლებლობას იძლევა, ხოლო 4-5 წელიწადში ბაღის მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 40-50 ტონამდე გაიზრდება. ვაშლის რეალიზაცია, ძირითადად, საქართველოში არსებულ საცალო ქსელში მოხდება. ასევე, შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში, ვითიბი ბანკის 35 000 ლარიანი აგრო კრედიტით, კლიენტმა შეიძინა ტრაქტორი და სასოფლო სამეურნეო ტექნიკა, რომლის საშუალებითაც ახორციელებს  საკუთარი ნაკვეთების მოვლა-დამუშავებას.
ვაშლის ბაღების გარდა, 28 ჰექტარზე გაშენებულ მეურნეობაში, კომბოსტოს, ბულგარული წიწაკის, პომიდვრის, ხახვისა და ქლიავის მოყვანა ხდება.

ვითიბი ბანკი, 2012 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს მეწარმე ბესიკ ბალიაშვილთან, სწორედ მას ეკუთვნის ზემოთ აღნიშნული ფერმერული მეურნეობა შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ რუისში. ამჯერად, ჩვენი თანამშრომლობა, ინტენსიური ტიპის ვაშლის ბაღის გასაშენებლად და სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შესაძენად შედგა. მოხარულები ვართ, რომ აგრო სექტორში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავაფინანსეთ - განაცხადა ვითიბი ბანკის აგრობიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა შმაგი ბრეგაძემ.

საქართველოში, ადგილობრივ ბაზარზე, ვაშლზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, ასევე ქართულ ვაშლს გააჩნია დიდი საექსპორტო პოტენციალი, შესაბამისად სწორედ ამ კულტურის გაშენება გადავწვიტე. ვითიბი ბანკთან წლებია ვთანამშრომლობ, ვფიქრობ ძალიან მნიშნელოვანია ბანკის მხრიდან მუდმივი და სტაბილური მხარდაჭერა, ეს ბიზნესის განვითარების მეტ შესაძლებლობას იძლევა - განაცხადა მეწარმე ბესიკ ბალიაშვილმა. 

ვალუტის კურსები