უკან დაბრუნება ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ბათუმში ღამის გარბენი გაიმართება

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით,  21 აპრილს, ბათუმი, მასშტაბურ საერთაშორისო ნახევარ-მარათონს THE GREAT BATUMI NIGHT RACE უმასპინძლებს. გარბენის მიზანია სირბილის და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, შემოსული თანხა მოხმარდება ექსპერიმენტალური კლასის გახსნას აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის.  

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრების ფარგლებში ჩატარდება ნახევარ მარათონი (21,1 კმ), მხიარული გარბენი (10 კმ) და ბავშვთა ორი გარბენი. ბავშვთა გარბენში მონაწილეობა უფასოა. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად 32 ქვეყნიდან ასობით პროფესიონალი სპორტსმენი და მოყვარული დარეგისტრირდა. ღამის მარათონს ბათუმი პირველად უმასპინძლებს, თუმცა ორგანიზატორები აცხადებენ რომ შეჯიბრი ყოველწლიური გახდება და სულ უფრო მეტ მონაწილეს მოიზიდავს. გარბენი შაბათს, საღამოს 7 საათისთვის დაიწყება. პირველ, მეორე და მესამე საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები ფულად ჯილდოებს მიიღებენ.  

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები