უკან დაბრუნება ვითიბი ბანკმა სტუდენტები მასტერკლასზე მიიწვია

ვითიბი ბანკმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კულტურის მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტები, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ცნობილი მხატვრის, ნინა პერის მასტერკლასზე მიიწვია. 

მასტერკლასის თემა - „ მათი დრო მოვიდა“ ეხმიანება 17 მაისს გახსნილ გამოფენას, რომელიც  ეფუძნება ცოლების მკვლელ ბოროტ ქმარზე დაწერილ ცნობილ ფრანგულ ზღაპარს „ლურჯწვერა“ და წარმოადგენს „ლურჯწვერას“ ყველაზე ცნობილი პროტოტიპის, ინგლისის მეფის ჰენრი VIII -ის და მისი ცოლების, პორტრეტების თემატურ სერიას. ასევე ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა ნახატებს. 
სტუდენტებმა დაათვალიერეს გამოფენა და მხატვართან ერთად იმსჯელეს ძალადობის თანამედროვე გამოვლინებაზე, რადგან სწორედ ამ წარმოსახვით შეიქმნა აღნიშნული პორტრეტების სერია. მხატვარი შეეცადა გადმოეცა თუ როგორი იქნებოდა თანამედროვე „ლურჯწვერა“ და მისი ცოლები. 

ვითიბისთვის უარღესად მნიშვნელოვანია სწორი ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბება ახალგაზრდებში, სწორედ ამიტომ მოიწვია ბანკმა სტუდენტები ნინა პერის მასტერკლასზე, რომლის განმავლობაშიც ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემაზე ისაუბრეს, როგორიცაა ძალადობა. ექსპოზიციაში წარმოდგენილი მხატვრის ნამუშვერების ინსპირაციაც ძალადობის თანამედროვე გააზრება გახდა - განაცხადა ვითბი ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთნ ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელამ შოთა მაჭავარიანმა.  

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები