უკან დაბრუნება საჩუქარი ვითიბი ბანკის და უნიქარდის ერთობლივი ბარათის ერთგულ მომხმარებელს!

უნიქარდი და ვითიბი ბანკი აქტიურ მომხმარებელს iPhone X-ით დააჯილდოებენ! 

უნიქარდი და ვითიბი ბანკი ერთობლივი ბარათის მფლობელებს წამახალისებელ აქციას სთავაზობენ. აქციის პირობის თანახმად, ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომელიც 1 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით ყველაზე მეტჯერ გადაიხდის ერთობლივი ბარათით, საჩუქრად iPhone X-ს მიიღებს.

ერთობლივი ბარათით თანხის გადახდისას უნიქარდის ქულების დაგროვება ნებისმიერ სავაჭრო ან მომსახურების ობიექტშია შესაძლებელი, ხოლო უნიქარდის პარტნიორ კომპანიებში აღნიშნული ბარათით გადახდისას, მომხმარებლებს ერიცხებათ როგორც სტანდარტული ქულები უნიქარდის პარტნიორებისგან, ასევე დამატებითი ქულები ვითიბი ბანკისგან.
ბარათი უფასოა და გაიცემა მარტივად, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე.

ბარათის მისაღებად მიმართეთ ვითიბი ბანკის ფილიალებს ან უნიქარდის მომსახურების ცენტრებს
აიღე ბარათი დღესვე, დააგროვე უნიქარდის მეტი ქულა, იაქტიურე და მოიგე iPhoneX! 

ვალუტის კურსები