უკან დაბრუნება ვითიბი ბანკის მხარდაჭერით სანდრო დალაქიშვილის გამოფენა გაიმართა

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, სანდრო დალაქიშვილის პერსონალური გამოფენა, "მამაკაცის ცხოვრება", გაიხსნა. გამოფენა მხატვარმა მიუძღვნა მამაკაცის შეცნობას მისი თვალთახედვით, მისი აზრებითა და ხელოვნებით. ექსპოზიცია აერთიანებს 2015 – 2018 წლებში შექმნილ 17 ნამუშევარს. მხატვარი შეეცადა გაეაზრებინა და გადმოეცა სხვადასხვა დროის მამაკაცის ცხოვრება, კულტურული თვითმყოფადობა და მსოფლმხედველობა.

სანდრო დალაქიშვილის გამოფენა, "მამაკაცის ცხოვრება", 9 ივნისამდე გრძელდება.

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები