უკან დაბრუნება ვითიბი ბანკის თასზე საცხენოსნო ტურნირი გაიმართება

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, 31 აგვისტოდან - 2 სექტემბრის ჩათვლით, თბილისის იპოდრომზე, გაიმართება მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი - VTB CUP.  შეჯიბრში წარმოდგენილია წინაღობათა გადალახვა. 

ტურნირში მონაწილეობას იღებს ათი მხედარი საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და ბელორუსიდან. ფინალური ეტაპი 2 სექტემბერს გაიმართება.

ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, მხარდამჭერები თბილსის მერია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არიან.

ვალუტის კურსები