უკან დაბრუნება ვითიბი ბანკისა და Jeep -ის ერთობლივი შეთავაზება

ვითიბი ბანკი Jeep -ის მარკის 2018 წლის Grand Cherokee-ის შეძენის მსურველებს სთავაზობს აქციას, რომლის ფარგლებშიც მომხარებელს შეუძლია ჩააბაროს მის საკუთრებაში მყოფი ავტომობილი და მის ფასად მიიღოს შესაბამისი ფასდაკლება.
აღნიშნული მოდელის, ვითიბი ბანკის ავტო სესხით შეძენის შემთხვევაში, ყველა მომხმარებელს საჩუქრად, 6 თვიანი დაზღვევა, 2 ადამიანზე ვიქენდი Rooms Hotel ყაზბეგში და ზამთრის საბურავები გადაეცემა.

აქციის პირობების თანახმად, ავტომობილის შესაძენად, საჭიროა თანამონაწილეობა 25%-ის ოდენობით, რომელსაც აკლდება ჩაბარებული ავტომობილის საფასური, სესხის მაქსიმალური ვადაა 60 თვე.

ვითიბი ბანკისა და Jeep -ის ერთობლივი შეთავაზება მოქმედებს 12 თებერვლამდე.

ვალუტის კურსები