უკან დაბრუნება ვითიბი ბანკი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ტექნოპარკში კრეათონს გამართავენ

1-4 თებერვალს, ტექნოპარკში, გაიმართება კრეათონი, რომლის მიზანია ახალი ტექნოლოგიური პლატფორმის შექმნა, რომელიც, ელექტრონულ არხებში,  გაუმარტივებს მომხმარებელს წვდომას ფინანსურ და არაფინანსურ პროდუქტებსა და სერვისებზე. 

ამ კრეათონის მიზანს წარმოადგენს შეირჩეს ვითიბი ბანკის გრძელვადიანი პარტნიორი, ვისთან ერთადაც შეიქმნება ციფრული პლატფორმა, რომელზედაც სტარტაპებსაც და უკვე დამკვიდრებულ კომპანიებსაც ექნებათ შესაძლობლობა განათავსონ საკუთარი სერვისები. ამასთან ერთად, ვითიბის მომხმარებლებს და არამხოლოდ მათ (ეს პლატფორმა ღია იქნება ყველასთვის) მიეცემათ შესაძლებლობა მარტივად და სწრაფად 24/7 რეჟიმში და თან ერთ ადგილას მიიღონ წვდომა მათთვის სასურველ ბევრ განსხვავებულ მომსახურებასა და პროდუქტზე. მათ შორის მომსახურებების რაღაც ნაწილი შესაძლოა პირველადაც კი მიეწოდოს მოსახლეობას ონლაინ არხში.

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია კრეათონის ფარგლებში ვითიბი გეგმავს იპოვოს პარტნიორი, რომელიც თავისი გამოცდილებით, ხედვებით, ბიზნეს და ტექნიკური უნარებით შეძლებს ბანკის გამოწვევებთან გამკვლავებას.

ბანკის მხრიდან დავალების წარდგენა მოხდება პარასკევს, 1 თებერვალს საღამოს 7 საათზე, ტექნოპარკში. ამის შემდეგ გუნდებს მიეცემათ 2 სრული დღე სამუშაოდ, ხოლო ორშაბათს, 4 თებერვალს,  გუნდები წარდგებიან ჟიურის წინაშე, რომელიც  ვითიბის  და GITA-ს წარმომადგენლებით ოქნება დაკომპლექტებული. ეს იქნება გუნდების შერჩევის პირველი ეტაპი, გამარჯვებული გუნდი  პრიზის სახით მიიღებს 3,000 ლარს და რაც მთავარია, შესაძლებლობას ვითიბისთან ერთად განახორციელოს მაშტაბული და პერსპექტიული პროექტი.

ვალუტის კურსები