უკან დაბრუნება ოლეგ სმირნოვი არჩეულ იქნა „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ

„ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა ოლეგ სმირნოვი. 
 
ოლეგ სმირნოვი მუშაობს ვითიბი ჯგუფში 2018 წლის ნოემბრიდან. ის არის ვითიბის მმართველობის წევრი და მისი პასუხისმგებლობის სფეროა ვითიბი ჯგუფის საერთაშორისო საცალო ბიზნესი, ციფრულ ბიზნესი, კლიენტთა მომსახურება, საცალო ქსელის მართვა, ავტო დაკრედიტება და იპოთეკა. 

ოლეგ სმირნოვი დაიბადა 1975 წლის 7 აგვისტოს. დაამთავრა ურალის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი და ეკონომიკის უმაღლესი სკოლა. აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. მუშაობდა ღსს „რუსეთის შემნახველი ბანკის“ ხელმძღვანელ თანამდებობებზე, 2007–დან  2012–მდე ხელმძღვანელობდა შემნახველ ბანკს ყაზახეთში. 2018 წლის ნოემბერში დაიწყო მუშაობა ვითიბი ჯგუფში. 

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები