უკან დაბრუნება ბათუმში ვითიბი ბანკის ახალი ფილიალი გაიხსნა

ბათუმში, ვითიბი ბანკის ახალი ფილიალი გაიხსნა. ფილიალი ნიკოლოზ ბართაშვილის 31/ფარნავაზ მეფის 55 ნომერში, მდებარეობს. აღნიშნული ფილიალი ასათიანის ქუჩაზე მდებარე ფილიალს ჩაანაცვლებს, რომელიც ამ დროისთვის აღარ ფუნქციონირებს.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფილიალი, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს. აღნიშნულ  წერტილში კლიენტებისთვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი.

ფილიალში მდებარეობს ვიდეო ბანკის ზონა, ასევე პრემიუმ კლიენტების მომსახურების სივრცე.

ვითიბი ბანკი საქართველოში 33  წერტილით არის წარმოდგენილი. 

ვალუტის კურსები