უკან დაბრუნება ვითიბი ბანკი და Visa გათამაშებას იწყებენ

გადაიხადეთ ვითიბი ბანკის Visa ბარათით Apple Pay-ს გამოყენებით და მოიგეთ 2 კაციანი საგზური 2 ღამით საქართველოს საუკეთესო სასტუმროებში.

4 სექტემბრიდან, 12 კვირის განმავლობაში, ვითიბი ბანკის ყველა ტიპის Visa ბარათით და Apple Pay-ს მეშვეობით გადახდა მომგებიანი ხდება. ყოველი კვირის განმავლობაში გამოვლინდება სამი გამარჯვებული, ორი გამარჯვებული ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდება, ხოლო ერთი - გატარებული თანხის მოცულობის მიხედვით. სამივე გამარჯვებული დაჯილდოვდება 2 კაციანი საგზურით საქართველოს ტოპ სასტუმროებში, 2 ღამით. 

პირველი გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 15 სექტემბერს, ხოლო შემდეგი გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება ყოველი კვირის დასრულებისთანავე, არაუგვიანეს მომდევნო კვირის მეორე  სამუშაო დღისა. გათამაშება გრძელდება 1 დეკემბრამდე.
გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან პირს (კანონით გათვალისწინებული პირების და ვითიბი ბანკის თანამშრომლების გარდა), რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და ფლობს ვითიბი ბანკის Visa ბარათს. 

გათამაშების პერიოდის განამავლობაში, ყოველ ორშაბათს, ვითიბი ბანკის ვებ გვერდზე, გამოქვეყნდება მონაწილეთა სია შემდეგი მონაცემებით:            

  • ბარათის მფლობელის ინიციალები და დაბადების თარიღი;
  • გატარებული ტრანზაქციების რაოდენობა და მოცულობა.
ვალუტის კურსები