უკან დაბრუნება #ვითიბიქართულისპორტისთვის

უკვე არაერთი წელია, რაც ვითიბი ქართული სპორტის ყველაზე დიდი გულშემატკივარია.

ჩვენი მიზანია ქართული სპორტის და, რაც მთავარია, ცხოვრების ჯანსაღი წესის ნებისმიერი გზით ხელშეწყობა - იქნება ეს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორობა თუ ბავშვთა სპორტის აქტიური პოპულარიზაცია. ვითიბი მჭიდროდ თანამშრომლობს ქართული სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციებთან და კლუბებთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, დაფინანსდა უამრავი საინტერესო პროექტი და ღონისძიება.

ჩვენს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ მიმდინარე სოციალურ პროექტებს, თვალი ადევნოთ სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებას და გაეცნოთ საინტერესო სიახლეებს.

ჩვენ გვჯერა, რომ ერთად ყველაფერი შესაძლებელია და ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში პირველი ნაბიჯები სწორედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებიდან იწყება.

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები