უკან დაბრუნება #ვითიბიცხენოსნობისთვის

2015 წლიდან ვითიბი ბანკი საცხენოსნო სპორტის ფედერაციის გენერალური სპონსორია.

ცხენოსნობას საქართველოს ისტორიაში ოდითგანვე მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. სხვადასხვა პერიოდის ქართული თუ უცხოური წყაროები მოწმობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ცხენოსნობის სხვადასხვა სახეობები უძველესი დროიდან დიდი წარმატებით ვითარდებოდა, რაც ქვეყნისთვის კულტურული დანიშნულების გარდა, პირველ რიგში სამხედრო-სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებდა.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ცხენოსნობა და ჯირითის კულტურა ქართველებს სისხლში გვაქვს.

თუმცა, ცხენოსნობამ საქართველოში განვითარება შეწყვიტა, რის გამოც, 2015 წელს, ვითიბიმ გადაწყვიტა გამხდარიყო საცხენოსნო სპორტის ფედერაციის გენერალური სპონსორი.
გენერალური სპონსორობის ფარგლებში, ვითიბი უზრუნველყოფს სპორსტმენების საშეჯიბრო მომზადებას, მათ ეკიპირებასა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას.
ცხენოსნობა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების გარდა, ქართულ ტრადიციებთანაც მჭიდრო კავშირშია, ამიტომ ვითიბი მომავალშიც აქტიურად განაგრძობს ფედერაციასთან თანამშრომლობას.

VTB CUP
ცხენოსნობის განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელია საერთაშორისო ტურნირების გარეშე. სწორედ ამიტომ, 2015 წლიდან ვითიბი ბანკის ორგანიზებით, ტარდება მსოფლიო თასის შესარჩევი ყოველწლიური ტურნირი -VTB CUP. 

ტურნირი საერთაშორისო ხასიათისაა და ქვეყნის სპორტული პრესტიჟის ამაღლებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ უცხოური ქვეყნების მხრიდან გაჩენილი ინტერესი თუ შეძლებს სული შთაბეროს სპორტის ამ სახეობას და გაზარდოს მომავალი თაობის ჩართულობა ცხენოსნობაში.
ტურნირი იმართება თბილისში და წლიდან წლამდე სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენს. მასში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მხედრები. VTB CUP-ში ქართველ მხედრებთან ერთად მონაწილეობას იღებენ უკრაინელი, ყაზახი, თურქი, რუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ირანელი და სხვა ქვეყნის სპორტსმენები. 
პროფესიონალი მხედრები ასპარეზობენ სამ ოლიმპიურ დისციპლინაში: კონკური (წინაღობათა გადალახვა), დრესაჟი და საცხენოსნო სამჭიდი.

ჩვენი მიზანია, რომ მომავალში VTB CUP კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს და საქართველოში კიდევ უფრო მეტი ქვეყნის წარმომადგენლებს ვუმასპინძლოთ. ჩვენი აზრით, ასეთი სახის ტურნირები დადებითად მოქმედებს არა მხოლოდ ზოგადად სპორტის განვითარებისთვის - ჩვენ გვჯერა, რომ VTB CUP კარგი საშუალებაა, უკეთ გავაცნოთ ქართული კულტურული მემკვიდრეობა დანარჩენ მსოფლიოს.

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები