უკან დაბრუნება #ვითიბიტანვარჯიშისთვის

2014  წლიდან ვითიბი ბანკი საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორია.

ჩვენთვის ამ სპორტის განვითარებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ტანვარჯიში სპორტის უნიკალურ სახეობაა - ის სპორტული თვალსაზრისის გარდა, ქვეყანაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ეხმარება და სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელია.

ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ ვითიბი ბანკი საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაციის პირველი ოფიციალური სპონსორია.

ვითიბის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო სპორტული ცენტრებისა და დარბაზების სრული რეაბილიტაცია. მოწესრიგდა სპორტული ინფრასტრუქტურა, გაიზარდა ინტერესი და ჩართულობა - როგორც მოზარდების, ასევე ზრდასრულთა მხრიდან.

ბანკის დახმარებით, 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შედეგად დაზიანებული თბილისის მუნიციპალიტეტის ტანვარჯიშის სპორტული ცენტრის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. აღდგენითი სამუშაოებისთვის გამოიყო 1,400 000 ლარი. აღნიშნული თანხით, ასევე, ფედერაციამ შეიძინა უმაღლესი დონის ახალი სპორტული ინვენტარი და აღჭურვილობა, ხოლო განახლებულ ცენტრს „ვითიბი არენა“ ეწოდა.

ტანვარჯიშის სპეციფიკიდან გამომდინარე, სპორტის ამ სახეობას შეუძლია არა მხოლოდ პროფესიონალი სპორტსმენების, არამედ უბრალო ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაც. სწორედ ამიტომ, ყოველდღიური ცენტრი ემსახურება ათასამდე ბენეფიციარს - მათ შორის სოციალურად დაუცველ მოზარდებს.
გარდა ამისა, ახალგაზრდებისა და მოზარდების დაინტერესებისათვის, სასიცოცხლოდ აუცილებელია საერთაშორისო და ადგილობრივი ტურნირების ჩატარება. სწორედ ამიტომ, ვითიბის ორგანიზებით, ყოველწლიურად იმართება VTB CUP, სადაც ახალგაზრდა ტანმოვარჯიშეებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება და თავის გამოჩენა.
ასევე, ქალაქ ბათუმში ყოველწლიურად იმართება რუსუდან სიხარულიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში.

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია სპორტის 5 სახეობას აერთიანებს: ბატუტი, მხატვრული ტანვარჯიში, სპორტული ტანვარჯიში, აკრობატიკა და აერობიკა.

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები