უკან დაბრუნება #ვითიბიფეხბურთისთვის

ვითიბი ეროვნული ნაკრებისა და ქართული ფეხბურთის ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარია.

საქართველოში ფეხბურთს ყოველთვის უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა. ფეხბურთი ჩვენთვის ყოველთვის მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სპორტი. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ცოტა რამეს თუ მოუხერხებია ჩვენი საზოგადოების ისე გაერთიანება და ერთ მუშტად შეკვრა, როგორც ამას ჩვენს ქვეყანაში ქართველი ფეხბურთელების წარმატების შემდეგ ვხედავდით.

2016 წლიდან ვითიბი საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია.

ჩვენმა ნაკრებმა საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარა - იყო მწვრთნელთა დაუსრულებელი ცვლილებები, მრავალმატჩიანი წარუმატებელი სერიები და იმედგაცრუებული გულშემატკივრები.
თუმცა, 2016 წლიდან, ჩვენმა ნაკრებმა არნახულ წარმატებას მიაღწია: 2017-2018 წლებში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 თამაშიდან 9 მატჩის მოგება მოახერხა. ასევე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, გუნდმა ერთა ლიგის ჯგუფში შეძლო ყველაზე მეტი მატჩის მოგება. შედეგად, თავის არსებობის ისტორიაში, ეროვნული ნაკრები ყველაზე ახლოსაა სანუკვარი მიზნის ასრულებასთან - ჩვენ გვაქვს რეალური შანსი მოვხვდეთ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე.

ჩვენ გვჯერა, რომ უკანასკნელ პერიოდში ნაკრების მიერ მიღწეული წარმატებები მხოლოდ დასაწყისია და ეს აუცილებლად მიგვიყვანს იმ შედეგებამდე, რასაც უმდიდრესი ტრადიციების მქონე ქართული ფეხბურთი იმსახურებს. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე შეჩერებას: იმისათვის, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრების დროშა მსოფლიოს სხვა უძლიერესი ნაკრებების გვერდით ვიხილოთ, სამუშაო კიდევ ბევრია.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში ნებისმიერი სპორტული წარმატებების მიღწევა ბავშვთა სპორტის გარეშე სრულიად წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ, ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბების პარალელურად, ვითიბი ბანკის მთავარ მიზანს წარმოადგენს ბავშვთა ფეხბურთის განვითარება.
ვითიბი აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში ბავშვთა ფეხბურთის პოპულარიზაციას. ბავშვებისა და მოზარდების სპორტში ჩართვა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა. ეს მნიშვნელოვანია არამარტო ეროვნული ნაკრებისათვის, არამედ ზოგადად ქვეყანაში ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისთვის. ჩვენი მიზანია, რომ ყოველ ქუჩასა თუ ეზოს ჰქონდეს სტადიონი, სადაც ბავშვები შეძლებენ ფეხბურთის თამაშს. თუმცა მხოლოდ განვითარებული ინფრასტრუქტურა ამ მიზნის მიღწევისათვის არასაკმარისია. ის საჭიროებს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებს, რაც გაზრდის ახალგაზრდების ჩართულობას სპორტულ დისციპლინაში. სწორედ ამიტომ, ვითიბი გახდა ვიტალი დარასელიას სახელობის თასის სპონსორი. ტურნირი ემსახურება სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდული გუნდების განვითარებას. დარასელიას სახელობის თასი იმართება ყოველწლიურად და მასში ქართულ გუნდებთან ერთად ევროპული ფეხბურთის არაერთი გრანდი იღებს მონაწილეობას.

2016 წლიდან ჩვენ ასევე გავხდით თბილისის თასის სპონსორები. ტურნირის მიზანია საფეხბურთო გუნდებისთვის რეზერვების მომზადება და საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების გუნდებისთვის პერსპექტიული ფეხბურთელების შერჩევა

ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ ძლიერი ეროვნული ნაკრები წარმოუდგენელია ძლიერი ეროვნული საფეხბურთო ლიგის გარეშე. ჩვენი საკლუბო ფეხბურთს კი თანადგომას ძალიან აკლია. ამიტომ ეროვნული ნაკრების პარალელურად, ვითიბი აქტიურად იყო და არის ჩართული ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარებაში. ამის ნათელი მაგალითია საფეხბურთო კლუბი „საბურთალო,“ რომლის სპონსორობის პერიოდში გუნდმა შეუძლებელი შეძლო და სულ რამდენიმე სეზონში მესამე ლიგიდან 1 ლიგაში გადმოინაცვლა.

ეროვნული ნაკრების ფანშოპი www.fanshop.ge
ფეხბურთი არა მხოლოდ სპორტულ, არამედ კულტურულ ფენომენსაც წარმოადგენს. შესაბამისად, აუცილებელია გულშემატკივრებს ჰქონდეთ საშუალება გამოხატონ თავიანთი მხარდაჭერა ეროვნული ნაკრების მიმართ - იქნება ეს საყვარელი გუნდის მაისური თუ ნებისმიერი სხვა ატრიბუტიკა.

ვითიბის მხარდაჭერით, შეიქმნა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ოფიციალური ონლაინ მაღაზია, სადაც ქართული ფეხბურთის ქომაგებს შეუძლიათ შეიძინონ ეროვნული ნაკრების ოფიციალური ეკიპირება და საგულშემატკივრო ატრიბუტიკა ონლაინ რეჟიმში, ვებგვერდზე - www.fanshop.ge

ქართული სპორტის, განსაკუთრებით კი ქართული ფეხბურთის მხარდაჭერა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ჩართულობა და მიღწეული წარმატებები სხვებისთვისაც კარგი მაგალითი იქნება და ქართული ფეხბურთი მომავალში კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს.

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები