უკან დაბრუნება #ვითიბიწყალბურთისთვის

საქართველოში საწყლოსნო სპორტის სახეობებს დიდი ისტორია გააჩნია. მე-20 საუკუნეში მრავალი ქართველი მოცურავე ითვლებოდა მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სპორტსმენად და სპორტის ამ სახეობას დიდი ყურადღებაც ეთმობოდა. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში, წარმატებებმა თანდათან იკლო.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, წყალბურთისთვის ისეთი დიდება დაგვებრუნებინა, რომელსაც ასეთი მდიდარი კულტურის მატარებელი სპორტი იმსახურებს.

2016  წლიდან  ვითიბი, საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნულ ფედერაციასთან არსებული თანამშრომლობის საფუძველზე, საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია.

ვითიბი აქტიურად არის ჩართული ქართული სპორტული საწყლოსნო სახეობათა დაფინანსებაში, რაც მიზნად ისახავს მის განვითარებასა და პოპულარიზაციას.
ჩვენი თანამშრომლობა ითვალისწინებს, სპორტსმენების საშეჯიბრო მომზადებას, ეკიპირებასა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას.
სწორედ ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა არაერთ საერთაშორისო ტურნირსა და ჩემპიონატზე იასპარეზა.

ბოლო წლებში ქართველმა წყალბურთელებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს და ზედიზედ 3-ჯერ იასპარეზეს ევროპის ჩემპიონატზე.
• 2014 წელს საქართველოს ეროვნული გუნდი, კონტინენტის 11 უძლიერეს ნაკრებთან ერთად, უნგრეთში გამართულ წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა.
• 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში ქართველმა სპორტსმენებმა მე-14 ადგილი დაიკავეს.
• 2018 წელს, ბარსელონაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატი წყალბურთელთა ნაკრებმა მე-13 ადგილით დაასრულა.

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ სპორტის ამ სახეობაში - განსაკუთრებით ბავშვები და მოზარდები. საყოველთაო აღიარებით, საწყლოსნო სახეობები ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ შესაძლებლობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი საცურაო აუზი მოეწყობა, გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა და ეროვნული ნაკრები კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს კარგი მაგალითი იქნება ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რაც აუცილებლად გამოიწვევს ამ სპორტში მეტი ადამიანის ჩართულობას და ინტერესის ზრდას.

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები