შეღავათიანი აგრო კრედიტი - სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში

აღნიშნული კრედიტით ფინანსდება ახალი სასოფლო–სამეურნეო საწარმოების შექმნა და არსებული საწარმოების ტექნოლოგიური გადაიარაღება. პროდუქტი განკუთვნილია გადამამუშავებელი, ინფრასტრუქტურული, ინტენსიური ტიპის პირველადი სასოფლო–სამეურნეო საწარმოებისათვის, მრავალწლოვანი ნარგავების გაშენებისათვის და სხვა.

ამავე პროექტის ფარგლებში შეგიძლიათ ისარგებლოთ საგრანტო კომპონენტით. კრედიტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ გრანტის გაცემას განსახორციელებელი პროექტების ღირებულების 40%-მდე ოდენობით. 

საპროცენტო განაკვეთი 11%-დან. ამასთან სახელმწიფო პროგრამით ხდება გადასახდელი პროცენტის თანადაფინანსება 11%-ის ოდენობით
სესხის მაქსიმალური თანხა 5,000,000 ლარი
სესხის ვალუტა ლარი
დაფარვის გრაფიკი თანაბარი/არათანაბარი ყოველთვიური შენატანებით
დანიშნულება ძირითადი საშუალებები

დამატებითი ინფორმაცია პირობებზე იხილეთ ვებ გვერდზე 

  • გრძელვადიანი კრედიტი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი დარგისათვის ძირითადი საშუალებების შესაძენად
  • ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდის დაწესების შესაძლებლობა საშუალებას იძლევა სესხის გადახდის გრაფიკი ზუსტად მოერგოს თქვენი ბიზნესის სპეციფიკას, სეზონურობას;
  • სახელმწიფო პროგრამით ხდება მსესხებლის მიერ გადასახდელი პროცენტის თანახაფინანსება 11%-ის ოდენობით. ანუ, თუკი თქვენ გაქვთ 11%-იანი შეღავათიანი აგრო კრედიტი ვითიბი ბანკში და თქვენს ვალდებულებებს პირნათლად ასრულებთ, თქვენი დასაფარი საპროცენტო ხარჯი მცირდება წლიური 11%-ით და უტოლდება წლიურ 0%-ს!
  • სახელმწიფოს მიერ კრედიტის უზრუნველყოფაში(გირაოში) თანამონაწილეობა: კრედიტის მთლიანი მოცულობის 50%-ის ოდენობით და 66 თვემდე ვადით
  • კლიენტს უნდა გააჩნდეს მიმდინარე აგრო საქმიანობის მინიმუმ 1 სეზონის გამოცდილება;
  • აღნიშნული კრედიტით შესაძლებელია საწყისი ბიზნესის დაფინანსებაც.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ ბანკის უახლოეს ფილიალს ან დაგვიკავშირდით ნომერზე 224 24 24

უკან დაბრუნება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები