აწარმოე საქართველოში

კრედიტით ფინანსდება როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ინდუსტრიული მიმართულებები.

მიზნობრივი ინდუსტრიული დარგები:

  • შესაფუთი მასალების წარმოება - მათ შორის, მუყაოს, გოფრირებული ტარის
  • სამშენებლო მასალების წარმოება - მათ შორის, კერამიკული ნაწარმი, მარმარილო, გრანიტი და სხვა ბუნებრივი ქვები
  • საფეიქრო ნაწარმის წარმოება და ტყავის გადამუშავება - მათ შორის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, შალისა და აბრეშუმი ძაფის
  • ქიმიური წარმოება - მათ შორის, სარეცხი საშუალებები, აქტიური ორგანული ნივთიერებები და კოსმეტიკური საშუალებები
  • ფარმაცევტული წარმოება
  • ელექტრო მოწყობილობების წარმოება - მათ შორის, საყოფაცხოვრებო ტექნიკა
  • პლასტმასის წარმოება
  • ხის გადამუშავება და ავეჯის, მდფ-ის, დსპ-ს წარმოება
  • მანქანათმშენებლობა - მათ შორის სათადარიგო ნაწილების წარმოება
  • ლითონის მზა ნაწარმის წარმოება
  • სხვა ინდუსტრიული დარგები

ტურიზმის მიმართულება:

  • სასტუმროების აშენება/მოწყობა
  • სასტუმროს დამატებითი სერვისები

ინდუსტრიული და ტურიზმის მიმართულების კრედიტის ლიმიტები და სხვა პირობები

  • მინიმალური მოცულობა: 150 000 ლარი
  • მაქსიმალური მოცულობა: 5 000 000 ლარი
  • სახელმწიფო თანადაფინანსება - 10%
  • ვალუტა - ლარი

უპირატესობები ორივე მიმართულებისთვის:

საშეღავათო პერიოდი

  • სახელმწიფო თანადაფინანსება (24 თვის მანძილზე) - 10%-ის ოდენობით
  • საშეღავათო პერიოდი 24 თვემდე

სახელმწიფოს მიერ კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობა: კრედიტის მთლიანი მოცულობის 50%-ის ოდენობით და 66 თვემდე ვადით.

  • ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა - პროგრამაში მონაწილე მეწარმეთათვის სახელმწიფო მფლობელობაში არსებული გარკვეული უძრავი ქონების გადაცემა უსასყიდლოდ, საინვესტიციო ვალდებულებით.
  • საკონსულტაციო მომსახურება - პროგრამაში მონაწილე მეწარმეთათვის, სახელმწიფოს მიერ ტრეინინგების ორგანიზება და საკონსულტაციო მხარდაჭერა შემდეგ საკითხებში: მარკეტინგი, გაყიდვები, ბიზნესის დაგეგმარება, საექსპორტო ბაზრების მოძიება, საექსპორტო ბაზრებზე არსებული მოთხოვნები და ა.შ.

 


დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე www.qartuli.ge ან მიმართეთ ვითიბი ბანკის უახლოეს ფილიალს 
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 224 24 24.

უკან დაბრუნება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები