ინტერნეტ ბანკი იურიდიული პირებისთვის

გაიმარტივეთ ბანკთან ურთიერთობა

ინტერნეტ ბანკი იურიდიული პირებისთვის საშუალებას გაძლევთ უსაფრთხოდ და კომფორტულად, ნებისმიერი ადგილიდან, სადაც კი ინტერნეტზე მიგიწვდებათ ხელი, online რეჟიმში, ყოველგვარი რიგში დგომისა თუ სხვა უსიამოვნო პროცედურების გვერდის ავლით მართოთ თქვენი ანგარიშები, განახორციელოთ აქტიური და პასიური საბანკო ოპერაციები, მიიღოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია ტრანზაქციებისა და ფულადი ნაშთების შესახებ, და ა.შ.

კერძოდ, ინტერნეტ ბანკით შესაძლებელია:

  • საკუთარი საბანკო ანგარიშების (მიმდინარე, საბარათე, საანაბრე) ნახვა და ამონაწერის გაკეთება/ბეჭდვა
  • გადარიცხვების შესრულება ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში
  • ნებისმიერი შესრულებული ტრანზაქციის ნახვა/ბეჭდვა
  • ჯგუფური გადარიცხვების განხორციელება
  • ბიზნეს პლასტიკურ ბარათებზე სრული ინფორმაციის მიღება და ოპერაციების შესრულება
  • დეპოზიტებისა და სესხების მართვა, მათზე ინფორმაციის მიღება
  • სავალუტო კურსების ნახვა (ოფიციალური, კომერციული)
  • ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების შესრულება სტანდარტული/სპეციალური გაცვლითი კურსით
  • თქვენი მოთხოვნილებისამებრ ინტერნეტ ბანკის მომხმარებელთა სტრუქტურის ფორმირება, მათთვის შესაბამისი უფლებებისა და ლიმიტების მინიჭება
  • ტრანზაქციების დადასტურებისა და ავტორიზაციის სქემების განსაზღვრა
  • პირადი პარამეტრების მართვა
  • ბანკში შეტყობინების გაგზავნა/მიღება
  • სხვა

შენიშვნა: იურიდიულ პირებს აღნიშნული მომსახურების ჩასართავად შეუძლიათ მიმართონ ვითიბი ბანკის ნებისმიერ ფილიალს. გთხოვთ გაითვალისწონოთ, რომ აღნიშნული მომსახურების მიღებაზე განაცხადის გაკეთების უფლება აქვს მხოლოდ კომპანიის დირექტორს/უფლებამოსილ პირს.

  საინფორმაციო პაკეტი* სრული პაკეტი (სმს-ით ავტორიზაცია) სრული პაკეტი (დიჯიპასით ავტორიზაცია)
რეგისტრაცია/მომხმარებელთა სტრუქტურის ცვლილება უფასო უფასო უფასო
მომსახურების ყოველკვარტალური საკომისიო უფასო 12 ლარი 12 ლარი
დიჯიპასის გაცემის/დაზიანებულის შეცვლის/დაკარგულის აღდგენის საკომისიო - - 40 ლარი თითოეულ დიჯიპას მოწყობილობაზე

* საინფორმაციო პაკეტი გულისხმობს ინტერნეტ ბანკის რეგისტრაციას მხოლოდ ხედვის უფლებით, აქტიური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობის გარეშე

დისტანციური ბანკინგის სხვა პროდუქტები

უკან დაბრუნება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები