SMS ბანკინგი

გაიმარტივეთ ბანკთან ურთიერთობა

ვითიბი ბანკი გთავაზობთ SMS ბანკინგის მომსახურებას, რომლის მეშვეობით რეგულარული SMS შეტყობინებების სახით online რეჟიმში მიიღებთ ინფორმაციას თქვენს საბანკო ანგარიშებზე  (მიმდინარე, საბარათე, საანაბრე, სასესხო) შესრულებული ტრანზაქციების, ასევე სხვადასხვა სამართლებრივი შეზღუდვების წარმოქმნის შესახებ.


ოპერაციის შესრულებისთანავე კლიენტს ავტომატურად ეგზავნება შემდეგი ტიპის ინფორმაციები:

  • ანგარიშებზე თანხის შემოსვლისა და გასვლის, ჩარიცხვისა და გადარიცხვის ოპერაციის ამსახველი შეტყობინება
  • ანგარიშებზე თანხის კონვერტაციის შეტყობინება
  • სასესხო შენატანის შეხსენების შეტყობინება
  • ანგარიშების ინკასოს დადების შეტყობინება
  • ბანკის სიახლეების და საჭირო ინფორმაციის შეტყობინება

კლიენტს, 1505–ზე SMS-ით შესაბამისი კოდის გაგზავნის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დროს მიიღოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

„?“ – SMS ბანკინგით ინფრომაციის მიღებისათვის საჭირო კოდები და მათი შესაბამისი მნიშვნელობები:

„1“ – მიმდინარე ანგარიშების ნაშთები/ხელმისაწვდომი თანხა
„2“ – საბარათე ანგარიშის ნაშთები/ხელმისაწვდომი თანხა
„3“ – საანაბრე ანგარიშების ნაშთები/დაბლოკილი თანხა
„4“ – მიმდინარე სასესხო დავალიანებები
„5“ – ინფორმაცია ინკასოს არსებობის შესახებ
„6“ – ოფიციალური სავალუტო კურსები
„7“ – ბანკის კომერციული სავალუტო კურსები

შენიშვნა: იურიდიულ პირებს აღნიშნული მომსახურების ჩასართავად შეუძლიათ მიმართონ ვითიბი ბანკის ნებისმიერ ფილიალს
 

დისტანციური ბანკინგის სხვა პროდუქტები

უკან დაბრუნება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები