გადმოწერე Mobile Pay

Mobile Pay-ს უპირატესობები:

  • ატვირთე სხვადასხვა კომპანიის ლოიალურობის ბარათი
  • გადაიხადე მარტივად აპლიკაციის მეშვეობით
  • გადარიცხე თანხა ტელეფონის ტელეფონთან მიახლოებით.*

*ამისათვის აუცილებელია, რომ გადარიცხვის ადრესატიც სარგებლობდეს Mobile Pay-ით.
 

რეგისტრაცია უფასო
მომსახურება უფასო
ანგარიშსწორება სავაჭრო/მომსახურების ობიექტში 0%
ანგარიშსწორების დღიური ლიმიტი 5,000 USD ან ეკვ. სხვა ვალუტაში

აპლიკაციის გადმოწერა

აპლიკაციის გადმოსაწერად ეწვიეთ თქვენი სმართფონის Google Play Store-ს, საძიებო ველში (Search) ჩაწერეთ აპლიკაციის სახელი Mobile Pay ან დაასკანერეთ შესაბამისი QR Code და გადმოწერეთ აპლიკაცია

რეგისტრაცია

თუ თქვენ ხართ მობაილ ან ინტერნეტ-ბანკის მომხმარებელი – დამატებითი რეგისტრაციის გარეშე, შეგიძლიათ ისარგებლოთ Mobile Pay-ით. აპლიკაციით სარგებლობისათვის საჭიროა მომხმარებლის სახელი, პაროლი და ერთჯერადი დინამიური კოდი, რომელიც გამოგეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

რეგისტრაციის შემდეგ აპლიკაცია მოგთხოვთ პინ-კოდის დაყენებას Mobile Pay-ზე შემდგომი მარტივი წვდომისთვის.

თუ თქვენ არ ხართ მობაილ ან ინტერნეტ-ბანკის მომხმარებელი, მაგრამ სარგებლობთ ქოლ სერვისის კოდით, შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ: ვითიბი ბანკის ინტერნეტ ბანკის ვებ-გვერდის (www.ivtb.ge) მეშვეობით, ბანკის ცხელ ხაზზე დარეკვით: +995 32 224 24 24 ან ეწვიოთ ვითიბი ბანკის ნებისმიერ ფილიალს. 

ბარათის მონაცემების ატვირთვა

აპლიკაცია შესაძლებლობას გაძლევთ ატვირთოთ თქვენი ყველა საბანკო ბარათის მონაცემი, ხოლო გადახდის განხორციელებისას აირჩიოთ, თუ რომელი ბარათით გსურთ გადახდა.

Mobile Pay-ით გადახდა: 

Mobile Pay-ით გადახდა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც VISA payWave (უკონტაქტო) გადახდების ტერმინალებია განთავსებული

  • გაააქტიურეთ თქვენი მობილური ტელეფონი
  • მიუახლოვეთ უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიის მხარდამჭერ ტერმინალს
  • გადახდის დროს არ არის აუცილებელი ჩართული გქონდეთ ინტერნეტი.


თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ Mobile Pay-ით, თუ ფლობთ სმართფონს ანდროიდს 4.4. ან უფრო ახალი ოპერაციული სისტემით და NFC მხარდაჭერით.

Mobile Pay-ს აპლიკაცია აღჭურვილია უსაფრთხოების სამი დონით, რომელიც გამორიცხავს თაღლითური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას:

  • მობილური მოწყობილობის უნიკალური კოდი;
  • აპლიკაციის კოდი;
  • მომხმარებლის სახელი (Username).

ვითიბი ბანკი, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, მუდამ ზრუნავს მომხმარებლის უსაფრთხოებაზე, თუმცა გარანტირებული უსაფრთხო თანამშრომლობისთვის, მიზანშეწონილია უსაფრთხოების ნორმების დაცვა, თავად მომხმარებლებისგანაც. 

გაითვალისწინეთ, რომ ვითიბი ბანკის Mobile Pay აპლიკაცია: 

  • ამოწმებს მობილურის ქსელთან დაკავშირების სტატუსს;
  • აკავშირებს მობილურს ინტერნეტთან
  • ახდენს მობილურის იდენტიფიკაციას
  • აქვს წვდომა მობილურის მეხსიერებასთან
  • აქვს წვდომა მობილურის ლოკაციის სერვისებთან (Location Services)
  • აქვს წვდომა მობილურის კონტაქტების სიასთან
  • აქვს წვდომა მობილურის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სისტემასთან;
  • აქვს წვდომა მობილურის ვიბრაციის სენსორთან
  • აქვს წვდომა მობილურის NFC ფუნქციებთან
  • იყენებს Push-notification-ის სერვისებს
  • დროებით აუქმებს “Sleep/Lock” ფუნქციას, რათა დაასრულოს მიმდინარე ოპერაცია

სხვა ბარათები

უკან დაბრუნება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები