გადარიცხე თანხა ბარათიდან ბარათზე გადარიცხვა

თანხის გადარიცხვისთვის ეს სწრაფი და მარტივი სერვისი გთავაზობს თანხის გადარიცხვას მიმღების ბარათის ნომრის მითითებით. გადარიცხულ თანხას კი მიმღები მომენტალურად მიიღებს. 

ანგარიშის ნომერი რთული დასამახსოვრებელია და ხშირად მისი მოძებნაც არ არის მარტივი. ბარათი კი ყველას თან გვაქვს და მისი 16 ნიშნა ნომრის გაზიარებაც მარტივია.

  • გადარიცხე თანხა ნებისმიერი ქართული ბანკის Visa-ს და Mastercard-ის ბარათებს შორის;
  • გადარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ ლარში;
  • გადარიცხვის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია 24/7;
  • მიმღებს თანხა აესახება მომანტალურად*.

როგორ ხდება თანხის გადარიცხვა?

  • ეწვიე ვებ-გვერდს cardtocard.vtb.ge
  • მიუთითე გადასარიცხი თანხა;
  • მიუთითე შენი ბარათის მონაცემები (16 ნიშნა ნომერი, ვადა, CVV კოდი);
  • მიუთითე მიმღების ბარათის 16 ნიშნა ნომერი.

ან 

  • გახსენი მობაილფეის აპლიკაცია**;
  • მთავარ მენიუში აირჩიე კატეგორია „გადარიცხვები ბარათებზე“;
  • მიუთითე გადასარიცხი თანხა;
  • მიუთითე შენი ბარათის მონაცემები (16 ნიშნა ნომერი, ვადა, CVV კოდი);
  • მიუთითე მიმღების ბარათის 16 ნიშნა ნომერი.

 
*ვითიბი ბანკის ბარათებებს შორის გადარიცხული თახა ჩაირიცხება მომენტალურად. სხვა ბანკების ბარათებს შორის გადარიცხული თანხა ჩაირიცხება რამდენიმე წამიდან 30 წუთამდე ინტერვალით
(ჩარიცხვის დრო დამოკიდებულია მიმღების ბარათის ემიტენტ ბანკზე და იშვიათ შემთხვევებში შეიძლება შეადგინოს მაქს. 2 სამუშაო დღე).

** მობაილფეის აპლიკაცის გამოდმოწერა ანდროიდ მობილურ ტელეფონებზე შესაძლებელია Google Play Store-დან.

ტრანზაქციის ვალუტა

GEL

Mastercard-ის ბარათებიდან გადარიცხვის ღირებულება

1%, მინ. 1 ლარი

Visa-ს ბარათებიდან გადარიცხვის ღირებულება

2%, მინ. 2 ლარი

  • ლიმიტი 1 გადარიცხვაზე – 1,500 ლარი
  • 1 დღის ლიმიტი გამგზავნის ბარათზე - 3,000 ლარი, მაქს. 4 ტრანზაქცია
  • 1 კვირის ლიმიტი გამგზავნის ბარათზე - 15,000 ლარი, მაქს. 15 ტრანზაქცია
  • 1 თვის ლიმიტი გამგზავნის ბარათზე - 30,000 ლარი, მაქს. 60 ტრანზაქცია


შენიშვნა: გადარიცხვა დაუშვებელია ვითიბი ბანკის საკრედიტო, შემნახველი, განვადების, აგრო და ბიზნეს ბარათებიდან. თანხის ჩარიცხვა დაუშვებელია ვითიბი ბანკის განვადების, აგრო და ბიზნეს ბარათებზე

სხვა პროდუქტები

თანხის განაღდება SMS კოდით
გთავაზობთ თანხის განაღდება/ჩარიცხვის შესაძლებლობას SMS კოდით
ონლაინ საბარათე გზავნილები რუსეთიდან
ფულადი გზავნილისთვის, ბანკში მისვლა აღარ არის საჭირო
მობილურის ნომრით ან ელ. ფოსტით გადარიცხვა
გადარიცხე თანხა მხოლოდ მიმღების მობილურის ნომრით ან ელ. ფოსტით

უკან დაბრუნება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები