SMS კოდის გამოყენებით თანხის განაღდების/ჩარიცხვის სერვისი გულისხმობს ბანკომატით თანხის განაღდების და ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ალტერნატიულ ტექნოლოგიას.
SMS კოდით თანხის განაღდების/ჩარიცხვის სერვისის გამოყენებით შესაძლებელია წინასწარ დაგენერირებული SMS კოდით, ბარათის გარეშე, თანხის განაღდება ბანკომატის საშუალებით ან ინტერნეტ ბანკით თანხის ჩარიცხვა VTB ბანკში გახსნილ ნებისმიერი პირის ანგარიშზე.
მომსახურების პროცესი:
SMS კოდის გამოყენებით თანხის გასანაღდებლად/ჩასარიცხად გაიარეთ ავტორიზაცია დისტანციურ ბანკინგში (ვიდეო ბანკი, ინტერნეტ ბანკი, Mobile Pay-ს აპლიკაცია) მომხმარებლის სახელით და პაროლით.
აირჩიეთ შესაბამისი სერვისი, აირჩიეთ ანგარიში, რომლიდანაც გსურთ თანხის განაღდება, მიუთითეთ გასანაღდებელი თანხა და დააგენერირეთ SMS კოდი, რომელიც გამოგეგზავნებათ ბანკში დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე.
მიმართეთ ვითიბი ბანკის ნებისმიერ ბანკომატს, აკრიფეთ მიღებული კოდი, გასანაღდებელი თანხის ოდენობა და გაანაღდეთ თანხა.
თანხის მიღება ასევე შესაძლებელია ინტერნეტ ბანკის მეშვეობით, სასურველ ანგარიშზე ჩარიცხვით. ამისათვის გაიარეთ ავტორიზაცია ინტერნეტ ბანკში, აირჩიეთ შესაბამისი სერვისი, მიუთითეთ SMS კოდი, ჩასარიცხი თანხის ოდენობა და ანგარიში რომელზეც გსურთ თანხის მიღება.
ამასთან შესაძლებელია SMS კოდი გადასცეთ ნებისმიერ მესამე პირს და მას მისცეთ საშუალება თავად გაანაღდოს თანხა ბანკომტიდან ან ჩაირიცხოს ანგარიშზე ინტერნეტ ბანკის გამოყენებით.
მომსახურების პირობები:
SMS კოდით თანხის განაღდება/ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგი ანაგრიშებიდან:
SMS კოდით თანხის მიღება ინტერნეტ ბანკის საშუალებით შესაძლებელია შემდეგ ანგარიშებზე:
დასახელება / არხი |
ინტერნეტ ბანკი | Mobile pay |
ვიდეო ბანკი |
სერვისით სარგებლობის საკომისიო |
0.5% მინ.1 ლარი | 0.5% მინ.1 ლარი |
ანგარიშის ტარიფის შესაბამისად, რომლიდანაც ხდება თანხის განაღდება |
გასანაღდებელი/ჩასარიცხი თანხის ლიმიტი |
მინ. 10 ლარი - მაქს. 500 ლარი 10-ის ჯერადი თანხა |
მინ. 10 ლარი - მაქს. 500 ლარი 10-ის ჯერადი თანხა |
მინ. 20 ლარი - მაქს. 2000 ლარი |