სესხი ანაბრის უზრუნველყოფით

ანაბრით უზრუნველყოფილი იგივე სამომხმარებლო სესხია, რომელიც გაიცემა მხოლოდ ვითიბი ბანკში გახსნილი ვადიანი ანაბრის უზრუნველყოფით. სესხის ვადა და მოცულობა დამოკიდებულია ანაბარზე განთავსებულ ვადასა და მოცულობაზე. აღნიშნული სესხის აღება, ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა ანაბრის დარღვევაზე ხელსაყრელი აღმოჩნდეს.
სესხი შეგიძლიათ აიღოთ ანაბრისგან განსხვავებულ ვალუტაშიც.
ამასთანავე, სესხის უზრუნველყოფაში შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს მესამე პირის ანაბარი.

სესხის საპროცენტო განაკვეთი ანაბრის საპროცენტო განაკვეთს + 4 %
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 4.10%-დან
სესხის მინიმალური თანხა 100 GEL
სესხის მაქსიმალური თანხა მაქსიმუმ ანაბარზე განთავსებული თანხა
სესხის მაქსიმალური ვადა ანაბრის მოქმედების ვადის ბოლომდე
სესხის ვალუტა GEL, USD, EUR
ერთჯერადი საკომისიო 0%
ვადაზე ადრე დაფარვის ჯარიმა 0%
განსაკუთრებული პირობა 100,000 ლარამდე სესხი გაიცემა ეროვნულ ვალუტაში
  • გაცემის სწრაფი და მარტივი პროცედურა
  • გადახდის თავისუფალი გრაფიკი (ყოველთვიურად ან ვადის ბოლოს)
  • დაბალი საპროცენტო განაკვეთი
  • მიზნობრიობის კონტროლის გარეშე
  • არ მოითხოვება საკომისიოს გადახდა

სესხის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

უზრუნველყოფა:
ვადიანი ანაბარი (საბავშვო ანაბრის და მოთხოვნამდე ანაბრის გარდა) და თავდებობა (თუ უზრუნველყოფად წარმოდგენილია მესამე პირის დეპოზიტი)

    • მინიმალური ასაკი - 18 წლიდან
    • მაქსიმალური ასაკი - შეუზღუდავი
    • მსესხებელს გახსნილი უნდა ჰქონდეს ვადიანი ანაბარი სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიაში“

    უკან დაბრუნება

    ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები