შეავსე განაცხადი სახელმწიფო პროგრამა - სუბსიდირებული იპოთეკური სესხი

2021 წლის 1 სექტემბრიდან, ვითიბი ჩაერთო იპოთეკური სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში, რომლის მიზანია ფიზიკური პირების ხელშეწყობა, რომელთაც სურთ ბინის/სახლის შეძენა ან აშენება.

პროგრამის ფარგლებში, დეველოპერული კომპანიებისგან ან კერძო პირისგან ბინის/სახლის შეძენის ან აშენების შემთხვევაში, სახელმწფო მოახდენს სესხის მაქსიმუმ 8%-ის დაფინანსებას 5 წლამდე ვადით. სუბსიდირებული იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 200,000 ლარს.

პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ მრავალშვილიან ოჯახებს, ახალდაბადებული ბავშვის მშობლებს, მარტოხელა მშობელს, ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში:

  • ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;
  • ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;
  • ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.
სესხის ვალუტა GEL
სესხის მაქსიმალური თანხა 200,000 ლარი
სუბსიდირების ვადა მაქსიმუმ 5 წელი
თანამონაწილეობა 0%-დან

ცხრილში მოცემული ლარის საპროცენტო განაკვეთები მიბმულია საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე

ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობებით ჩვენს პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებთან

უკან დაბრუნება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები