ონლაინ საბარათე გზავნილები რუსეთიდან

ვითიბი ჯგუფმა მნიშვნელოვანი სიახლე დანერგა.

ფულადი გზავნილის განსახორციელებლად, ბანკში მისვლა აღარ არის საჭირო. ამ მომსახურებით სარგებლობისას შესაძლებელია თანხის გადაგზავნა რუსეთში ემიტირებული Visa-სა და Mastercard-ის ნებისმიერი ბარათიდან, ვითიბი ჯგუფის ბანკების ბარათებზე საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ბელარუსში.
 

გზავნილის განსახორციელებლად საჭიროა მხოლოდ სასურველი თანხის მითითება და გამგზავნისა და მიმღების ბარათის რეკვიზიტების შესაბამის ველებში დაფიქსირება. 

გზავნილი რამდენიმე წუთში აისახება მიმღების ბარათზე და თანხის მიღება შესაძლებელია მიმღების ბარათის ანგარიშის შესაბამის ვალუტაში.

გზავნილის განხორციელება შესაძლებელია ვებ-გვერდიდან -
https://www.vtb.ru/personal/platezhi-i-perevody/perevody-s-karty-na-kartu/   

უკან დაბრუნება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები