ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისის მეშვეობით თქვენ შეძლებთ სწრაფად და მარტივად გადარიცხოთ თანხა დღე-ღამის ნებისმიერ დროს (24/7) როგორც ბანკის ვებგვერდიდან, ასევე MobilePay-ს აპლიკაციის მეშვეობით.
სერვისის პირობები:
თანხის გადარიცხვა დაშვებულია ლარში, საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი ბანკის Visa-ს და Mastercard-ის ბარათებს შორის.
გადარიცხვის შესასრულებლად მოითხოვება მხოლოდ შემდეგი რეკვიზიტები: გამგზავნის ბარათის 16 ციფრიანი ნომერი, მოქმედების ვადა და CVV2/CVC2 კოდი, მიმღების ბარათის შემთხვევაში მხოლოდ - ბარათის 16 ციფრიანი ნომერი
მიმღების ბარათზე თანხის ჩარიცხვის ვადა განისაზღვრება შემდეგნაირად:
*ჩარიცხვის დრო დამოკიდებულია მიმღების ბარათის ემიტენტ ბანკზე და იშვიათ შემთხვევებში შეიძლება შეადგინოს მაქს. 2 სამუშაო დღე
ტრანზაქციის ვალუტა |
GEL |
Mastercard-ის ბარათებიდან გადარიცხვის ღირებულება |
1%, მინ. 1 ლარი |
Visa-ს ბარათებიდან გადარიცხვის ღირებულება |
2%, მინ. 2 ლარი |
შენიშვნა: გადარიცხვა დაუშვებელია ვითიბი ბანკის საკრედიტო, შემნახველი, განვადების, აგრო და ბიზნეს ბარათებიდან. თანხის ჩარიცხვა დაუშვებელია ვითიბი ბანკის განვადების, აგრო და ბიზნეს ბარათებზე