დაგვირეკე ვიდეობანკი

ვიდეო ზარით შესაძლებელია სრული საბანკო მომსახურების მიღება ფილიალში ვიზიტის გარეშე.

ვიდეობანკით სარგებლობა შესაძლებელია როგორც მობილური აპლიკაციების გამოყენებით iPhone-ებისთვის და Android-ებისთვის, ასევე კომპიუტერიდან მისამართზე videobank.ge და ვითიბი ბანკის ფილიალებში განთავსებული ვედეობანკის ზონებიდან.

აპლიკაციებით სარეგებლობისას აუცილებელია ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელით და პაროლით შესვლა; ვებ გვერდიდან კი შესაძლებელია ვიდეობანკში დარეკვა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. რეგისტრაციის გარეშე ვიდეობანკში დასარეკად ეწვიეთ ვებგვერდს videobank.ge და აირჩიეთ „სტუმარი“.

ვიდეობანკის მომსახურება ხელმისაწვდომია ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 და შაბათს 10:00-14:00

  • კონსულტაციის მიღება ნებისმიერ საბანკო საკითხზე;
  • გადარიცხვა ნებისმიერი მიმართულებით;
  • საკრედიტო განაცხადის შევსება;
  • ახალი ბარათის შეკვეთა, განახლება, დაბლოკვა და განბლოკვა;
  • ბარათზე ვალუტის პრიორიტეტის შეცვლა;
  • ინტერნეტ/მობაილბანკის მომხმარებლის სახელისა და პაროლის აღდგენა;
  • და სხვა მრავალი საბანკო ტრაზნაქციის თუ ოპერაციის განხორციელება.
რეგისტრაცია უფასო
მომსახურება უფასო
ოპერაციების განხორციელება ანგარიშის მომსახურების ტარიფების შესაბამისად

ვითიბი ბანკი, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, მუდამ ზრუნავს მომხმარებლის უსაფრთხოებაზე, თუმცა გარანტირებული უსაფრთხო თანამშრომლობისთვის, მიზანშეწონილია უსაფრთხოების ნორმების დაცვა, თავად მომხმარებლებისგანაც.  

გაითვალისწინეთ, რომ ვიდეო ბანკის სერვისს წვდომა აქვს:

  • მოწყობილობის გარე მეხსიერებასთან;
  • კამერასთან და მიკროფონთან;
  • მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სისტემასთან;
  • იყენებს “Sleep/wake” ფუნქციას, რათა დაასრულოს მიმდინარე ოპერაცია.

თავდაცვის ზომები:

  • ვიდეობანკში შესვლამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ შედიხართ ვებგვერდზე videobank.ge
  • არ გაანდოთ თქვენი მომხმარებლის სახელი, პაროლი და სატელეფონო კოდი სხვა პირებს. არ შეინახოთ მსგავსი ინფორმაცია კომპიუტერში, ინტერნეტში ან მობილურში პაროლით დაუცველ ფაილებში;
  • არ გააგზავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია ელფოსტით. ბანკი არასდროს მოგთხოვთ თქვენი პირადი და უსაფრთხოების ინფორმაციის, პაროლის ან ანგარიშების ინფორმაციის სრულად გაგზავნას ელ. ფოსტით.

დისტანციური ბანკინგის სხვა პროდუქტები

უკან დაბრუნება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები