გადარიცხე თანხა მობილურის ნომრით ან ელ. ფოსტით გადარიცხვა

თანხის გადარიცხვა უკვე საბანკო რეკვიზიტების გარეშეც არის შესაძლებელი.

საკმარისია მიუთითო მიმღების მობილურის ნომერი ან ელ.ფოსტის მისამართი და თანხა მიმღების ბარათზე მომენტალურად აისახება. სერვისი ხელმისაწვდომია 24/7.

როგორ ხდება თანხის გადარიცხვა?

  • ეწვიე ვებ-გვერდს hub.vtb.ge  
  • მიუთითე გადასარიცხი თანხა;
  • მიუთითე მიმღების მობილურის ნომერი ან ელ. ფოსტა;
  • შეიყვანე შენი ბარათის მონაცემები.

როგორ ხდება თანხის მიღება?

გადარიცხვის ადრესატი მიიღებს გადარიცხვის შესახებ შეტყობინებას მობილურის ნომერზე ან ელ. ფოსტით. მიმღებს თანხა დაუჯდება როგორც კი შეტყობინებაში მიღებულ ბმულზე მიუთითებს მისი ბარათის მონაცემებს.

თანხის ავტომატური მიღება

თანხის მიღებისას ან სერვისზე რეგისტრაციისას შესაძლებელია თანხის ავტომატური ჩარიცხვის ფუნქციის გააქტიურება, რომელიც საშუალებას გაძლევს, მომავალში ავტომატურად მიიღო ჩარიცხვები შენთვის სასურველ ბარათზე.

ტრანზაქციის ვალუტა 

GEL

Mastercard-ის ბარათებიდან გადარიცხვის ღირებულება

1%, მინ. 1 ლარი

Visa-ს ბარათებიდან გადარიცხვის ღირებულება

2%, მინ. 2 ლარი

  • ლიმიტი 1 გადარიცხვაზე - 1,500 ლარი
  • 1 დღის ლიმიტი გამგზავნის ბარათზე - 3,000 ლარი, მაქს. 4 ტრანზაქცია
  • 1 კვირის ლიმიტი გამგზავნის ბარათზე - 15,000 ლარი, მაქს. 15 ტრანზაქცია
  • 1 თვის ლიმიტი გამგზავნის ბარათზე - 30,000 ლარი, მაქს. 60 ტრანზაქცია

ჩვენთან მარტივია - ვითიბი ბანკი

დისტანციური ბანკინგის სხვა პროდუქტები

უკან დაბრუნება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები